top of page
AdobeStock_859953770_edited.jpg

მომავალი უკვე აქ არის! 

გონიერი კომუნიკაცია AI-სთან ერთად.

გაზარდე ეფექტურობა Theo-სთან ერთად - 
შენი პერსონალური თანმგზავრი მარკეტინგსა და კომუნიკაციაში 

გაიცანით Theo — თქვენი პერსონალიზებული ციფრული თანამგზავრი მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულებით. 
Theo გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დამხმარე, ის თქვენი პარტნიორია დინამიკურ ბიზნესგარემოში, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ სწორ კურსზე დარჩენაში. 

მასში გაერთიანებულია უახლესი ტექნოლოგია და კომუნიკაციის ექსპერტების რეალური გამოცდილება — Theo მორგებულია კონკრეტულად თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე და პირველივე დღიდან გაძლევთ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ბიზნესს რეალურ ღირებულებას მატებს. 

Theo ეფექტურად მართავს ყოველდღიურ ამოცანებსა და რუტინულ სამუშაოს, რათა თქვენ სრულად კონცენტრირდეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე. 
თქვენი წარმატება არის მთავარი ფოკუსი - ხოლო მიზანმიმართული მხარდაჭერის დახმარებით თავიდან იცილებთ სტრესსა და გადაღლას. 
დახმარება ყოველთვის თქვენს ხელთ არის, რადგან Theo უმკლავდება ყველაზე რთულ გამოწვევებსაც კი -  სწრაფად და მარტივად.  

AdobeStock_998818175.jpeg

ინოვაციური ციფრული ასისტენტი

ტექნიკური თვალსაზრისით, Theo არის მრავალაგენტიანი და მრავალმოდელური (multi-LLM) კოოპერატიული AI პლატფორმა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაუმკლავდეს რთულ და მრავალშრიან პროცესებს. 
Theo არის პირველი ციფრული თანმგზავრი, რომელიც გეხმარებათ იმ სირთულეებისა და პროცესების დაბალანსებაში, რაც დამახასიათებელია დიდი ორგანიზაციებისათვის. 

რატომ ენდობიან მენეჯერები Theo-ს 

ავტომატიზაცია და ეფექტუტობა: 

Theo მარტივად ავტომატიზირებს კომუნიკაციის მონახაზებს, კამპანიის ბრიფინგებსა და შეთანხმების პროცესებს, რაც გაძლევთ საშუალებას თავიდან აირიდოთ დროის მხარჯველი რუტინული ამოცანები. 
თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირდეთ იმ კომუნიკაციაზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია  - ხოლო რუტინას Theo აიღებს თავის თავზე. 

გარანტირებული თანმიმდევრულობა: 

Theo იცნობს თქვენს სტრატეგიებს, სამიზნე აუდიტორიებსა და გზავნილებს. მუდმივად იცავს მათ თანმიმდევრულობას, რათა თქვენ შეძლოთ კონცენტრირება ბაზრის ცვლილებებზე, კრეატიულობაზე და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებზე. 

უფრო სწრაფი იმპლემენტაცია

Theo-ს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, რომელიც კამპანიის ყველა დეტალს მოიცავს, გაძლევთ შესაძლებლობას, გლობალური კამპანიები ორჯერ უფრო სწრაფად განახორციელოთ. 

მოწესრიგებული ინტეგრაცია და მყისიერი შედეგი 

 ინტეგრირებული ექსპერტიზა: 

Theo არ არის უბრალოდ თქვენი სტრატეგიული დოკუმენტების შეჯამება - ის შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, ექსპერტების მეშვეობით და გამდიდრებულია შიდა კორპორატიული ცოდნით. 

ყოველთვის განახლებადი სტრატეგიული ფოკუსი : 

გეხმარებათ მარკეტინგისა და კომუნიკაციის პროექტების სწრაფად და ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

კონცენტრაცია სტრატეგიაზე: 

უზრუნველყოფს, რომ თქვენი იდეები და პროექტები ყოველთვის შეესაბამება კომპანიის საერთო სტრატეგიას. 

სტანდარტიზაცია და მასშტაბირება: 

არ აქვს მნიშვნელობა, რა სისწრაფით იზრდება თქვენი ბიზნესი Theo გეხმარებათ ხარისხის გაუმჯობესებაში და გაწვდით პერსონალიზებულ უკუკავშირს, რომელიც გეხმარებათ დაიცვათ ბრენდული და იურიდიული სტანდარტები. 

ინტეგრაცია თქვენს სამუშაო სივრცესთან: 

მარტივად ინტეგრირდება ისეთ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Teams, Outlook ან თქვენი კომპანიის შიდა პლატფორმები. 
ჩატში თუ ელფოსტით — Theo შეუფერხებლად მართავს და კოორდინაციას უწევს ინფორმაციას. 

ხარისხის ჰოლისტური კონტროლი: 

მიუხედავად იმისა, რომ ახდენს რუტინული პროცესების ავტომატიზირებას, რთული პროცესებისათვის ყოველთვის ეყრდნობა თქვენს ჩართულობას. 

გსურთ გაიცნოთ
Theo უკეთესად? 

დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ დემო სესია დღეს! 

bottom of page